"დემოკრატიული მოძრაობა" აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
"დემოკრატიული მოძრაობა" აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
18:29 21.03.2012
"დემოკრატიული მოძრაობა" ყველა აზერბაიჯანელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
"ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის. საქართველო მრავალერთნიკური ქვეყანაა და ყველა კულტურის, აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი თავს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან შვილად უნდა გრძნობდეს. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა ვხედავთ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეების თავდადებას საქართველოს ღირსეული და უკეთესი მომავლისათვის" - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ბეჭდვა