NDI-ის კვლევით მოსახლეობის 43% -ის პრობლემა მაღალი კომუნალური გადასახადებია
NDI-ის კვლევით მოსახლეობის 43% -ის პრობლემა მაღალი კომუნალური გადასახადებია
18:06 21.03.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახდთან მიბმაა.

როგორც სასტუმრო "რედისონში" NDI-ის კვლევის პრეზენტაციაზე საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, გამოკითხულთა 43% პრობლემად კომუნალური გადასახების ღირებულებას ასახელებს, 30%-კი ტრანსპორტის მომსახურების ღირებულებას, 29%-გზებს, 28% - გაზმომარაგებას, 19% - სასოფლო-სამურნეო პროდუქტის წარმოების შემცირებას, 17% - წყალმომარაგებას, 9%-"112"-ის მომსახურების თანხის ჩამოჭრას ტელეფონის ანგარიშიდან, 8% - საბავშვო ბაღების ფასებს, 7% - კანალიზაციას, 5% - ნარკომანიას, 4% - ნაგვის გატანას.

NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მაშტაბით 3161 მოქალაქე გამოიკითხა.


ბეჭდვა