ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის "ტრადიციული რეწვის" პრეზენტაცია გაიმართება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის "ტრადიციული რეწვის" პრეზენტაცია გაიმართება
17:29 21.03.2012
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ხვალ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი" ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის პრეზენტაციას - "ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" გამართავს.

როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს კულტურის და ხელოვნების ცენტრდან აცნობეს, პრეზენტაცია თბილისის მერიის ეკონომიკურ სამსახურთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ევროპის სახლთან ერთად გაიმართება.

პროექტის ფარგლებში ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნასა და მარკეტინგის განვითარებაზე ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგები. მოხდება მისი პოპულარიზაცია და ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში.

კამპანია მიზნად ისახავს ეკონომიკური პოტენციალის აღქმის ამაღლებას და ტერმინის "კულტურული ეკონომიკა" დამკვიდრებას.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება ტრადიციული რეწვის ინოვაციური დიზაინის და ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ ევროპაში გაემგზავრონ და საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ.

ბეჭდვა