ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
17:14 21.03.2012
ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნულ ბრძანებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

ბრძანების თანახმად, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ "ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს".

ბეჭდვა