თსუ-ში კონფერენცია გაიმართება
თსუ-ში კონფერენცია გაიმართება
16:17 21.03.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ კონფერენცია - "პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი" გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეები პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე მოხსენებებს წაიკითხავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა და თსუ-ს რექტორის მოადგილე ავთანდილ ჩუთლაშვილი მიიღებენ.
კონფერენციის ორგანიზატორი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრია.


ბეჭდვა