NDI-ს კვლევაში "კონტროლის პალატის თემა" არ შესულა
NDI-ს კვლევაში "კონტროლის პალატის თემა" არ შესულა
15:03 21.03.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით კითხვა არ შესულა.   

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ აღნიშნული ფაქტი შემდეგნაირად განმარტა - კვლევამდე ორგანიზაციამ ფოკუს-ჯგუფები შექმნა, რომელთაც გაუჭირდათ ხალხისთვის კანონთან დაკავშირებული დეტალების ახსნა.

რაც შეეხება კონტროლის პალატის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების მასობრივი ჩამორთმევის საკითხს, ნავაროს განცხადებით, ამ დროს NDI-ს კვლევა უკვე დასრულებული იყო.

NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით 3161 მოქალაქე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

ბეჭდვა