სამშენებლო პროფკავშის წარმომადგენლები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ
სამშენებლო პროფკავშის წარმომადგენლები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ
13:59 21.03.2012
საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალთა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლები სამშენებლო კომპანია "ნოლას" თანამშრომელთა მიერ მოგებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გამართეს. აქციაზე სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებული 100-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
მშენებელთა პროფკავშირის წარმომადგენლის მურთაზ გიორგაძის განმარტებით, სამშენებლო კომპანია "ნოლა" ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას არ უხდის.
მისი თქმით, კომპანიაში 400- მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული, კომპანიის მხრიდან ზოგიერთო მათგანის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება 15 000 ლარს აღწევს. მათ კუთვნილი ხელფასის მიღების თაობაზე სასამართლო პროცესი 2 წლის წინ მოიგეს, თუმცა, სამართლოს გადაწყვეტილება აქამდე არ შესრულებულა.
"ნოლას" ყოფილი თანამშრომლები და მშენებელთა პროფკავშირი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და "ნოლას" ყოფილი თანამშრომლების კუთვნილი ხელფასით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ბეჭდვა