NDI -ს კვლევით არჩევნებში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეთა ოდენობა 13%-ით გაიზარდა
NDI -ს კვლევით არჩევნებში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეთა ოდენობა 13%-ით გაიზარდა
13:24 21.03.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მასში მოსახლეობის 64% მიიღებდა მონაწილეობას.  
აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი 13%-ით აღემატება NDI-ის მიერ 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული ანალოგიური კველვის მაჩვენებელს.
როგორც დღეს კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, ის გამოკითხული მოსახლეობა, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, ძირითადად შუა ხნის ასაკისაა.
ნავაროს თქმით, კვლევის შედგებით, არჩევნებში მონაწილეობას დასაქმებული მოსახლების დიდი ნაწილი აპირებს.
NDI-ის კვლევა 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 161 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა