თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სახლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო, წყალი გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჭიჭინაძის, ანდრონიკაშვილის, ქუჩებსა და სოფელ გიორგიწმინდას არ მიეწოდება.
წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კუმისის, ტყვიავის, სამტრედიისა და ხუდადოვის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში ტუსკიას, ბაკურციხის, უჩანეიშვილის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილსაც არ მიეწოდება.
აღნიშნულ ქუჩებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
ვარკეთილი 3-ის სატუმბო სადგურში მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით, 18:00 საათამდე წყალი ვარკეთილი 3-ის მოსახლეობასაც არ მიეწოდება.
ვაჟა-ფშაველს მე-2 კვარტლის 1 კორპუსთან მომხდარი დაზიანების გამო, 18:00 საათამდე წყლის გარეშეა ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალი, ნუცუბიძის ქუჩის მე-3 მ/რაიონის ასახვევი, ვაჟა-ფშაველას ჩიხი, ზაქარიაძის, დელისის, ჩიქოვანისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა.
