დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
10:41 21.03.2012
საქართველო დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავს.
21 მარტი ჟურნალისტიკის დღედ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1993 წელს გამოცხადდა.
ჟურნალისტიკის სფეროში დღეს არსებული ვითარების შეფასებისას, ჟურნალისტმა ია ანთაძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ ჟურნალისტიკას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს.
მისი თქმით, არსებობს მედიასაშუალებები, სადაც უშიშრად შუქდება გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციები, თუმცა, მსგავს ინფორმაციაზე ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ხელი არ მიუწვდება.
"სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ პროპაგანდის შემცველია"- განაცხადა ანთაძემ.
მისი თქმით, ქართულ ჟურნალისტიკაში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ცენზურის მოხსნა და პროფესიონალიზმის ამაღლებაა საჭირო.
"პროფესიონალიზმის თვალსაზრისით შედარებით კარგი მდგომარეობაა რეგიონულ მაუწყებლობებში, რადგან კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებები ობიექტურად მხოლოდ მათ მიერ გაშუქდა" - განაცხადა ია ანთაძემ.

ბეჭდვა