პროფკავშირები აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან აქციას გამართავენ
პროფკავშირები აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან აქციას გამართავენ
10:19 21.03.2012
საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეები სააღმსრულებლო ბიუროსგან სამშენებლო კომპანია "ნოლას" მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვენ.

"ნოლა"-ში დასაქმებულმა მშენებლებმა სასამართლო პროცესი მოიგეს, რომლის თანახმადაც კომპანია ვალდებულია მათ სახელფასო დავალიანები გაუსტუმროს.

ბეჭდვა