სამგორისა და მთაწმინდის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
სამგორისა და მთაწმინდის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
20:13 20.03.2012
სამგორისა და მთაწმინდის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო შუქი  ჯავახეთის ქუჩაზე 10-დან 17.00 საათამდე გაითიშება.
12-დან 16.00 საათამდე კი, ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ კოჯორის მოსახლეობას შეეზღუდება.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება ეტაპობრივად აღუდგებათ.

ბეჭდვა