" Summer Job"-ში უკვე 3 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა
" Summer Job"-ში უკვე 3 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა
14:43 20.03.2012
საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში "Summer Job" მონაწილეობის სურვილი უკვე 3 ათასმა სტუდენტმა გამოთქვა.  ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო.

მისი თქმით, "Summer Job"-ის პროგრამაში ამ ეტაპზე რეგისტრაციას 8 ათასი პირი გადის.

მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

ბეჭდვა