თბილისის ნაწილს დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სახლებში
ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო წყალმომარაგების გარეშე დღეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჭიჭინაძის, უწერის, ბარისახოს, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილის, ჯანჯღავას ქუჩები და სოფელი გიორგიწმინდა დარჩება.
წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კუმისის, ტყვიავის, სამტრედიისა და ხუდადოვის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში ლიხაურის, ბაკურიანის, ბაკურციხის,უჩანეიშვილის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილსაც შეუწყდება.
აღნიშნულ ქუჩებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
