ბოლო 5 დღის განმავლობაში საქართველოში შიდსის დიაგნოზით 4 მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა მაია ცინცაძემ განუცხადა, მიმდინარე თვეში უკვე 9 პაციენტია გარდაცვლილი.
2012 წლის 1 მარტის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში
შიდსის 80 ახალი შემთხვევაა აღრიცხული. მკურნალობას ამჟამად 1124 პაციენტი გადის, მათგან 35 - ბავშვია.
