სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
19:06 19.03.2012
სამგორის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო  სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე იქნება ვარკეთილის ზემო პლატო, გახოკიძისა და მიმდებარე ქუჩები.
მათი ენერგომომარაგება სარემონტო სამუშაობის დასრულების შემდეგ განახლდება.

ბეჭდვა