საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს "კომედი ტვ"–მ სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო.
როგორც "ნიუსპრესს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომპანია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას ლიცენზიის გაცემიდან ექვსი თვის ვადაში გეგმავს.
შპს "კომედი ტვ"-ს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის სახეობა სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა იქნება, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 8 საათი.
