თსუ-ში სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
18:03 19.03.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კურსის "დემოკრატია და მოქალაქეობის" ფარგლებში  შექმნილი სტუდენტთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში USAID- ის მისიის დირექტორის მოადგილე ჯოაკიმ პარკერი და IFES საქართველოს პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი დაესწრნენ.

"ამ პროგრამაში სტუდენტების აქტიური მონაწილეობა მისასალმებელია. ეს მათ კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება" - აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

USAID-ის წარმომადგენლის ჯოაკიმ პარკერის განცხადებით კი, პროგრამა საქართველოში საზოგადოებრივი და დემოკრატიული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტი "დემოკრატია და მოქალაქეობა" 2011 წლიდან USAID–ის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით საქართველოს 6 უნივერსიტეტში ხორციელდება.
კურსი ორიენტირებულია თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკაში მის რეალიზებაზე.

ბეჭდვა