დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ვაუჩერით დაფინანსება დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების
მსურველები სახელმწიფოსგან 1 000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში სწავლას შეძლებენ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია, სადაც მომავალი სტუდენტების რეგისტრაცია და ვაუჩერული დაფინანსება დაიწყო.
პირველი მსურველი პირადად პრეზიდენტმა დაარეგისტრირა და სასწავლო ვაუჩერი გადასცა.
თბილისის პარალელურად, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც დაიწყო. რეგისტრაცია 20 აპრილს დასრულდება.
პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი გამოყო, რაც 7 000 ადამიანის პროფესიულ კოლეჯში სწავლებას მოხმარდება.
