განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩაატარა.
პედაგოგებს ექსპერიმენტული დავალება მისცეს, რომლის შესრულება შესაბამის ცოდნასა და უნარებს მოითხოვდა. დავალების შესრულებისას მათ საზომი ხელსაწყოების გამოყენება მოუწიათ.
აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აკვირდებოდა.
2012 წელს საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, დამატებით 75 ლარს მიიღებენ.
