თბილისში CO-თი კიდევ სამი ადამიანი მოიწამლა
თბილისში CO-თი კიდევ სამი ადამიანი მოიწამლა
11:14 19.03.2012
გასული დღე-ღამის განმავლობაში თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 44 წლის ქალბატონი და 76 წლის მამაკაცი კლინიკაში ათანასიევის ქუჩიდან მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიკოსების განცხადებით, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 44 წლის მამაკაცი. ის ჰოსპიტალში 18 მარტს გადაიყვანეს.
ამასთან, CO-თი ინტოქსიკაციით წუხელ მუხიანში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ბეჭდვა