ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ საუნივერსიტეტო კურსის "დემოკრატია და მოქალაქეობის" ფარგლებში შექმნილი სტუდენტთა
პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში USAID- ის მისიის დირექტორის მოადგილე ჯოაკიმ პარკერი და IFESსაქართველოს პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი დაესწრებიან.
კურსი ორიენტირებულია თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკაში მის რეალიზებაზე.
პროექტი "დემოკრატია და მოქალაქეობა" 2011 წლიდან USAID–ის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით საქართველოს 6 უნივერსიტეტში ხორციელდება.
