ნატოს საინფორმაციო ცენტრმა აჭარის სპორტის სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა
ნატოს საინფორმაციო ცენტრმა აჭარის სპორტის სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა
16:21 18.03.2012
საინფორმაციო ცენტრმა ნატოს შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ასევე ახალგაზრდულ ფორუმს "რეგიონალური განვითარება და ახალგაზრდობის როლი" დაესწრნენ და მის მონაწილეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია ჩაუტარეს. ფორუმში 50 ახალგაზრდა მონაწილეობს.

ბეჭდვა