ბოლო 24 საათში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა
ბოლო 24 საათში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა
16:08 18.03.2012
ბოლო 24 საათში თბილისთან ახლოს ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.
დედაქალაქიდან 41 კმ-ში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან 7 კმ-ში, სოფელ თეჯიშში იყო.

3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კი, წალკის ჩრდილო აღმოსავლეთით სოფელ ბაშქოიში დაფიქსირდა.

როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მცირე მიწისძვრების სერია გუშინ საღამოს დაახლოებით 23 საათზე დაიწყო. დაბალი სიმძლავრით  მიწისქვეშა ბიძგები სამჯერ დაფიქსირდა. 


ბეჭდვა