პროფესიული განათლების მიღების საშუალება ნებისმიერ მსურველს ეძლევა
პროფესიული განათლების მიღების საშუალება ნებისმიერ მსურველს ეძლევა
15:15 18.03.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტებთან ერთად პროფესიული განათლების მიღების და მისი გაღრმავების  საშუალება ნებისმიერ მსურველს ეძლევა.

როგორც "ნიუსპრესს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, მოქალაქეები, რომლებსაც უმაღლესი პროფესიული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ პრაქტიკური საქმიანობით დიდი გამოცდილება აქვს შეძენილი სხვადასხვა სპეციალობებში, თეორიულ ცოდნას მიიღებენ.
მათ შეუძლიათ სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიმართონ, სადაც მათი არაფორმალური განათლების აღიარება მოხდება. ეს ადამიანები პროფესიული დიპლომის მქონე პროფესიონალები გახდებიან.

ბეჭდვა