მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება
მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება
14:55 18.03.2012
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება.
როგორც "ნიუსპრესს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, №24 საჯარო სკოლის  მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.

სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მემორიალური ნივთები, ბიბლიოთეკა და დოკუმენტური ფოტო მასალა დაათვალიერეს.
მანდატურების თქმით, ხელოვნების კვირეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა, რადგან მოზარდები საკუთარ ისტორიას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.
ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები და მანდატურები სხვადასხვა მუზეუმებს ესტუმრებიან .

ბეჭდვა