პატრიარქი - უფალი ადამიანს ისეთ ჯვარს აძლევს, რომლის ტარების ძალაც ექნება
პატრიარქი - უფალი ადამიანს ისეთ ჯვარს აძლევს, რომლის ტარების ძალაც ექნება
14:41 18.03.2012
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს სხვა ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდებს.

პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებაზე დღეს იმ ჯვარზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ტარებასაც უფალი ადამიანს აკისრებს.

იგი განმარტავს, რომ ხშირად ადამიანი თავისი ჯვრით უკმაყოფილოა და ის მძიმეც ეჩვენება.

"მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი ყოველ ადამიანს ისეთ ჯვარს აძლევს, რომლის ტარების ძალაც ექნება. ამ ჯვართან ერთად ძალასაც აძლევს და ადამიანმა ამ ჯვირთ უნდა განვლოს თავისი გზა" - ბრძანა პატრიარქმა.

იგი მრევლს სხვა ადმიანების დახმარებისკენ მოუწოდებს. "როცა უჭირს ადამიანს, სულიერად თუ მატერიალურად უნდა შევეშველოთ მას, დავეხმარო და ვუშველოთ მძიმე ჯვრის ტარებაში" -აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ჯვარცმა და აღდგომა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული - ჯვარცმა რომ არ ყოფილიყო, აღდგომა ვერ შედგებოდა.

"ჯვარი არის უდიდესი ძალა, რომელიც უფალმა გვარგუნა. ჯვარი იყო ადამიანის ტანჯვის იარაღი და ის იესოს ჯვარცმის შემდეგ მის სადიდებლად იქცა" - განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოების მიერ ოჯახებში ხატების მიბრძანება და პარაკლისი სრულიად უფასოდ სრულდება. თუმცა, ვრცელდება ხმები, რომ გარკვეული ერისკაცები ოჯახებში დადიან და ამბობენ, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არიან და დახმარებას ითხოვენ. პატრიაქრი განმარტავს, რომ ეს სიმართლე არ არის და ასეთი ერისკაცი მრევლმა არ უნდა მიიღოს.

საკვირაო ქადაგების შემდეგ, იღუმენი იოანე სვანიძე არქიმანდრიტის ხარისხით დაჯილდოვდა, ხოლო მღვდელი გიორგი წვეროძე ოქროს ჯვრით და იგი დეკანოზის ხარისხში იქნა აყვანილი.

ბეჭდვა