აღდგომის მესამე კვირას მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ჯვრის თაყვანისცემა მორწმუნეთათვის უფლის ვნებების გასახსენებლად და რწმენაში გასაძლიერებლად, დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება.
დიდმარხვის მესამე კვირას მოწამისა კონონ ისავრიელისა, მოწამისა ონისესი, ღირსისა მარკოზისა, პოვნა წმიდათა ნაწილთა კეთილმსახურთა მთავართა - თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი ხსებაც აღინიშნება.
დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.
