მართლმადიდეველი ეკლესია ხვალ ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
მართლმადიდეველი ეკლესია ხვალ ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
18:59 17.03.2012
აღდგომის მესამე კვირას მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე აღავლენს.
ჯვრის თაყვანისცემა მორწმუნეთათვის უფლის ვნებების გასახსენებლად და რწმენაში გასაძლიერებლად, დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება.
დიდმარხვის მესამე კვირას მოწამისა კონონ ისავრიელისა, მოწამისა ონისესი, ღირსისა მარკოზისა, პოვნა წმიდათა ნაწილთა კეთილმსახურთა მთავართა - თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი ხსენებაც აღინიშნება.
აღდგომის მესამე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში დღეს სპეციალური ღვთისმსახურება შესრულდა.
დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

ბეჭდვა