ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, თოვა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ამაღამ შეწყდება და ხვალ დღის პირველი ნახევრიდან გამოიდარებს.
გამოდარების მიუხედავად, გურია-აჭარის მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ღამით -1 -6 გრადუსი, დღისით კი +3 +8 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა ღამით -3 -8 გრადუსი, დღისით კი +4 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 17-22 მეტრი წამში.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილი და უნალექო ამინდები 21 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება.
