საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 46:0 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 46:0 დაამარცხა
16:48 17.03.2012
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით - 46:0 დაამარცხა.
სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც რიჩი დიქსონი ხელმძღვანელობდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელა.
მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პირველი ლედი სანდრა რულოვსი ესწრებოდნენ.
ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის ჩატარებული 16 შეხვედრიდან, 14 მატჩი საქართველოს, 1 - რუსეთის გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დასრულდა.


ბეჭდვა