მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრების შეხვედრა უკვე დაიწყო.
სტადიონზე დაახლოებით 25 000 გულშმატკივარია მოსული.
სტატისტიკური მონაცემებით, ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის სულ 15 შეხვედრაა გამართული, საიდანაც 13 მატჩი საქართველოს, 1- რუსეთის გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დასრულდა.
