რუსთავში ახალი ავტობაზრობა გაიხსნა
რუსთავში ახალი ავტობაზრობა გაიხსნა
15:12 17.03.2012
რუსთავში დღეს "კავკასუს ავტოჰაუსის" ახალი ავტობაზრობა გაიხსნა.  ავტობაზრობა მომხმარებელს ავტომატიზირებულ მომსახურებას სთავაზობს.
როგორც "ნიუსპრესს" "კავკასუს ავტოჰაუსიდან" აცნობეს, ავტობაზრობის საერთო ფართობი 11 ჰექტარია, სადაც 3400-მდე ავტომობილს განთავსებაა შესაძლებელი.
მათივე ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე მძღოლები ავტომატიზირებული მომსახურებით ისარგებლებენ. ავტობაზრობის პერსონალი შემოსული ავტომობილების მონაცემებს ადგილზევე დაარეგისტრირებს. გარდა ამისა, მოხდება მანქანის ფოტოგადაღება და ინფორმაცია ფოტომასალის თანხლებით ავტომატურად "კავკასუს ავტოჰაუსის" ვებგვერდზე აიტვირთება.
კომპანიის ინფორმაციით, გახსნასთან დაკავშირებით 16, 17, 18 მარტს "კავკასუს ავტოჰაუსი" მომხმარებელს სპეციალურ პირობებს სთავაზობს.







ბეჭდვა