საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში, 15 მარტს ერევნიდან ავტობუსით ჩამოვიდა.
სტატისტიკური მონაცემებით, ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის სულ 15 შეხვედრაა გამართული, საიდანაც 13 მატჩი საქართველოს, 1- რუსეთის გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დასრულდა.
თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.
