თსუ-ს ლაბორატორიაში ახალაღმოჩენილ თავის ქალას იკვლევენ
თსუ-ს ლაბორატორიაში ახალაღმოჩენილ თავის ქალას იკვლევენ
17:12 16.03.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში ალგეთში აღმოჩენილ თავის ქალას იკვლევენ.
როგორც "ნიუსპრესს" უნივერსიტეტიდან აცნობეს, თავის ქალა დაახლოებით მე-5 საუკუნით თარიღდება.
ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლია ბითაძის განცხადებით, თავის ქალა 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ეკუთვნის.
მისი თქმით, შესწავლის შემდეგ იმდროინდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
თავის ქალა 13 მარტს, ალგეთის წყალსაცავთან, კოდის გზაზე სამარხში აღმოაჩინეს.


ბეჭდვა