"დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების კოალიციამ" აფხაზეთში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის" ხელმძღვანელის ლელა გულედანის განცხადებით, დევნილები იმ ყოველდღიურ ომში უნდა ჩაერთონ, რასაც მათი უფლებებისთვის ბრძოლა ჰქვია.
1993 წლის 16 მარტს ქართულმა ჯარებმა მოიგერიეს აფხაზი სეპარატისტებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი კონფედერატების მასიური შეტევა სოხუმზე. ორდღიან ბრძოლაში ქართული მხარიდან 137 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 350 დაიჭრა
