საქართველოში ბოტულიზმის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ბოტულიზმის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:51 16.03.2012
საქართველოში ბოტულიზმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, 53 წლის ქალბატონი მცხეთის  რაიონიდან იქნა გადაყვანილი.
მედიკოსების თქმით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა რთულია. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მიმდინარე თვეში ბოტულიზმის ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, რაც ძირითადად სახლის პირობებში დამზადებული კონსერვის მიღებითაა გამოწვეული.

ბეჭდვა