თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
10:45 16.03.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სექტორში  ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო, დღეს წყლის მიწოდება გლდანი-ნაძალადევის რაიონში ქინძმარაულისა და რიონის ქუჩებს და სოფელ გიორგიწმინდას შეუწყდათ.

წყლის მიწოდება ასევე შეუწყდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაზნიაშვილის, ბუხაიძის, ფიროსმანის, გოგოლის, გორის, თევდორე მღვდლისა და ფოთის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში ლიხაურის, ბაკურიანის, ბაკურციხის, უჩანეიშვილის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილს.
აღნიშნულ ქუჩებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
ესენინის ქ. N16-ში მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით დღეს 13:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება ესენინის, ამირანაშვილის, წოწონავას, კაკაბაძისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ვაზისუბნის მე-3 მ/რაიონის მე- 2კვარტლის მე–15კორპუსთან მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით კი, 14:00-დან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება ვაზისუბნის მე-3 მ/რაიონის მე-2 კვარტლის კორპუსებს შეუწყდება.

ბეჭდვა