სამგორის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამგორის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
10:29 16.03.2012
სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება ვარკეთილის მასივის I, III, VI, VII, VIII, IX, X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, შუამთის, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, ჯავახეთის და მის მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდეა.

"თელასის" ცნობით, გათიშულ აბონენტებს შუქი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაერთვებათ.

ბეჭდვა