თბილისის რამდენიმე უბანში წყალმომარაგება 23.00 საათიდან განახლდება
თბილისის რამდენიმე უბანში წყალმომარაგება 23.00 საათიდან განახლდება
15:56 15.03.2012
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 23:00 საათიდან აღუდგება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, დიდი დიღმის III მ/რაიონში, 900 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დიდ დიღომსა და მიმდებარე კერძო დასახლებას წყალი არ მიეწოდება.

კერძო სახლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების გამო, წყალმომარაგება გლდანი-ნაძალადევის რაიონში სოფელ გიორგიწმინდას, წიკლაურის, ჟღენტის, ზედაუბნის, ველისციხის, კაკაბაძის, სიხარულიძის, საჩხერის ქუჩებს აქვთ შეწყვეტილი.

წყალი არ მიეწოდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაზნიაშვილის, ბუხაიძის, ფიროსმანის, გოგოლის, გორის, კუმისის, თედორე მღვდლისა და ბათუმის ქუჩებს. ვაკე-საბურთალოს რაიონში იყალთოს გორას, ლიხაურის, ბაკურიანისა და უჩანეიშვილის ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში ქინძმარაულის ქუჩას.

გლდანი-ნაძალადევსა და დიდუბე ჩუღურეთში წყლის მიწოდება 20:00 საათიდან განახლდება.

ბეჭდვა