"ერეკლე მეორის საზოგადოება" აზიზიეს მშენებლობაზე პლებისციტის ჩატარების მომხრეა
"ერეკლე მეორის საზოგადოება" აზიზიეს მშენებლობაზე პლებისციტის ჩატარების მომხრეა
14:16 15.03.2012
"ერეკლე მეორის საზოგადოება" "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ინიციატივას ბათუმში, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების თაობაზე, მხარს უჭერს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საზოგადოებიდან აცნობეს.
ამასთან, "ერეკლე მეორის საზოგადოებაში" აღნიშნულ საკითხზე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის დამოკიდებულებას მიუღებლად მიიჩნევენ.
როგორც საზოგადოებაში აცხადებენ, წიკლაურმა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგ საზოგადოება "იაფფასიან პიარ-კამპანიაში" დაადანაშაულა.
"წიკლაურისთვის ალბათ ცნობილია, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგენი საქართველოს საპატრიარქო, წმინდა სინოდი და მთელი მართლმადიდებელი მრევლია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უმრავლესობის ნების წინააღმდეგ გამოდის" - ნათქვამია საზოგადოების განცხადებაში.
ამასათან, ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებისთვის ამ საკითხზე "რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ზურაბიშვილის პოზიცია მიუღებელია.
"იგი მეუფე დიმიტრისა და საპატრიარქოს პოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა. მან სულღან აზიზი არა დამპყრობელად, არამედ ლამის ეროვნულ გმირად შერაცხა" - ნათქვამია განცხადებაში.
ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ამ საკითხის გადაჭრაში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთვება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბეჭდვა