იტალიელი დიზაინერი ფაბრიციო ჯუჯარო დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ახალი პროექტის "მწვანე ბათუმი" პრეზენტაციას გამართავს.
დღეს იტალიელი დიზაინერი მამა-შვილი ჯორჯო და ფაბრიციო ჯუჯაროები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდებიან და თბილისში არქიტექტურისა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის გახსნის დეტალებს განიხილავენ.
სკოლა ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს, სადაც სწავლის საშუალება ქართველებთან ერთად უცხოელ სტუდენტებსაც ექნებათ.
სკოლაში მასტერ კლასებს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები ჩაატარებენ.
