დღეს დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი.
ტემპერატურა დასავლეთში 0-დან +3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო აღმოსავლეთში 0-დან +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
სინოპტიკოსების ცნობით, თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 25-28 მეტრი წამში.
მთელი ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექი თოვლის სახით 17 მარტის ჩათვლითაა ნავარაუდევი.
