16 მარტს "ევროპის სახლში" პროექტის ,,ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში,
აზერბაიჯანსა და სომხეთში" შესახებ ბრიფინგი გაიმართება.
ღონისძიების ავტორები მედიის წარმომადგენლებს პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერებაში მედიის როლსა და ჩართულობის შესაძლებლობაზე ინფორმაციას მიაწვდიან.
პროექტის მიზანი კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ტრადიციული რეწვის განვითარების, მისი ეკონომიკური სარგებლიანობის გაზრდის, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარების ხელშეწყობაა.
დაგეგმილია გამოფენა-კონკურსის ჩატარება. გამარჯვებულები სართაშორისო ბაზრის ტესტირების მიზნით, ევროპის საერთაშორისო ბაზრობაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი პრეზენტაცია 22 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
