დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია გარდაბნის რაიონში სამხრეთ აფრიკელი ფერმერების - ბურების მიერ შეძენილ
მიწის ნაკვეთებს მოინახულებს.
მინისტრის აპარატის ცნობით, პაპუნა დავითაია აფრიკულ სარწყავ სისტემას – ცენტრალურ პივოტს გაეცნობა.
სამხრეთ აფრიკელი ბური ფერმერების მიერ საქართველოში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების დაბანდების შესახებ პროექტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა.
ამჟამად, საქართველოში 10 ბური ფერმერი საქმიანობს. ბურები საქმიანობას ქვემო ქართლში,შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონში ეწევიან.
