სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
19:17 14.03.2012
სამგორის რაიონის ნაწილს 16 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შვიდი საათით შეუწყდება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება ვარკეთილის მასივის I, III, VI, VII, VIII, IX, X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, შუამთის, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, ჯავახეთისა და მის მიმდებარე ქუჩებს შეუწყდება.


ბეჭდვა