თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება
17:18 14.03.2012
სასმელი წყლის მიწოდება თბილისის მოსახლეობის ნაწილს 20:00 საათიდან აღუდგება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყლის მიწოდება  კერძო სახლებში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო შეწყდა. წყალი გლდანი-ნაძალადევის რაიონში სოფელ გიორგიწმინდას, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაზნიაშვილის, ბუხაიძის, ფიროსმანის, გოგოლის, გორის, თევდორე მღვდლისა და ბათუმის ქუჩებს არ მიეწოდება.

წყალი ვაკე-საბურთალოს რაიონში იყალთოს გორას და უჩანეიშვილის ქუჩას, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში კაიროს ქუჩასაც შეუწყდათ.

ბეჭდვა