ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სწავლის საფასურისგან ყველა სტუდენტის გათავისუფლებას არარეალურს უწოდებენ.
როგორც "ნიუსპრესს" ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ქოქრაშვილმა განუცხადა, უმაღლესი სასწავლებლების შემოსავალში დომინანტი სწავლის გადასახადია, რომელსაც ნაწილობრივ სახელმწიფო და ის სტუდენტები იხდიან, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოიპოვეს მაქსიმალური დაფინანსება.
ქოქრაშვილის თქმით, ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება ან მარჩენალდაკარგულია, უნივერსიტეტი შეღავათს უწევს.
"უნივერისტიტეში დღეისთვის 17 ათას 706 სტუდენტი სწავლობს, მათგან საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსი მხოლოდ 200-ს აქვს შეჩერებული" - აღნიშნა მან.
ქოქაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ სწავლის გადასახადი 927 სტუდენტს გადაუვადა მთლიანად ან ნაწილობრივ, ზოგი კი, საერთოდ გაათავისუფლა გადასახადისგან.
ტექნიკური უნივერსიტეტის წინ, დღეს სწავლის საფასურის საკითხის გადახედვის მოთხოვნით, სტუდენტების აქცია გაიმართა. აქციის
