პარლამენტში ქალთა დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში ქალთა დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
14:42 14.03.2012
პარლამენტში დღეს ქალთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მონაწილეობით "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული სამუშაო გეგმის მიზანია კონფლიქტურ და კონფლიქტის შემდგომ პირობებში ქალთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე მათი საჭიროების გათვალისწინება კონფლიქტის დროს და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესებში ქალთა ჩართულობა.

საკორდინაციო ჯგუფის შეხვედრა თვეში ერთხელ გაიმართება. დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა სამინისტროების, უშიშროების საბჭოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ბეჭდვა