დიდთოვლობამ ხულოში მეწყერის საშიშროება წარმოშვა.
როგორც "ნიუსპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ბოლქვაძემ განუცხადა,
რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილი ზვავისგან გზები უკვე გაიწმინდა და გადაადგილება ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი.
გამგებლის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყერის ზონები ჯერჯერობით არააქტიურია, თუმცა, საშიშროება კვალვ არსებობს.
რაიონში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის. ინტენსიურად იწმინდება სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
დიდთოვლობის მიუხედავად, ხულოს რაიონში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბოლქვაძის განცხადებით, დაბლობში თოვლის საფარი 1 მეტრია, მთაში კი, 2 მეტრს აჭარბებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
